მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ტირასპოლში რამდენიმე აფეთქება მოხდა - იუწყება რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით.
წინასწარი მონაცემებით, შენობას ცეცხლი გაუხსნეს ანტისატანკო ხელის დანადგარიდან, დაშავებულები არ არიან. შენობიდან გამოდის კვამლი. მიმდებარე ტერიტორია მილიციის თანამშრომლებს აქვთ იზოლირებული. "ადგილზე მუშაობენ ოპერატიული საგამოძიებო ჯგური, გამნაღმველები, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების ექიმები და სხვა საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები" - იუწყება სამინისტრო.
მოლდოვამ, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დნესტრისპირეთზე რეალური კონტროლი დაკარგა, როცა რეგიონის სეპარატისტმა ლიდერებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამას მოჰყვა 1992 წლის ომი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.
ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის 1400-მდე სამხედრო იმყოფება.