Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ფილანთროპს და ბიზნესმენს, ოსმან კავალას


ოსმან კავალა, თურქი ფილანთროპი და ბიზნესმენი
ოსმან კავალა, თურქი ფილანთროპი და ბიზნესმენი

თურქ ფილანთროპს და ბიზნესმენს, ოსმან კავალას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, გასაჩივრების უფლების გარეშე, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნეს მთავრობის დამხობის მცდელობაში, საპროტესტო გამოსვლების დაფინანსების გზით.

კავალას საქმემ დაძაბულობა გამოიწვია თურქეთსა და მის მოკავშირეებს, ევროპის ქვეყნებს და აშშ-ის შორის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეიშენელმა კავალას განაჩენს მყისიერად უწოდა დარტყმა მართლმსაჯულებაზე და ადამიანის უფლებებზე.

განაჩენის გამოცხდებამდე წარმოთქმულ სიტყვაში 64 წლის კავალამ თქვა, სამუდამო პატიმრობის შესახებ პროკურორის მოთხოვნა ეფუძნება "მტკიცებულებას, რომელიც არ არის მტკიცებულება" და უტოლდება "მკვლელობის აქტს", სასამართლოს გამოყენებითო.

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს ნათქვამი აქვს, რომ კავალა იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 2013 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე, ე.წ. "გეზის პარკის" საპროტესტო გამოსვლებსა, რომლებიც უპირისპირდებოდა სტამბოლში პრეზიდენტის სამშენებლო გეგმებს. აქციებზე საპოლიციო ზეწოლამ მაშინ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.

კავალა უარყოფს ამ განცხადებებს და ამბობს, რომ ღიად ესწრებოდა გეზის პარკის აქციებს, რომლებიც, მისი თქმით, "დეცენტრალიზებული" იყო და ლიდერი არ ჰყავდა.

ამნესტი ინტერნეიშენალის ევროპის პროგრამის დირექტორმა, ნილს მუჟინიეკსმა თქვა, რომ სასამართლოს ვერდიქტი ლოგიკასთან მოდის წინააღმდეგობაში, და ხელისუფლებამ ვერა და ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. "უსამართლო განაჩენი აჩვენებს, რომ გეზის სასამართლო იყო მხოლოდ დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის მცდელობა".

XS
SM
MD
LG