Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 2 ადამიანი გარდაცვლილა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 24 676 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 80​ ადამიანი.

ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

27 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1.18%​;
  • ბოლო 7 დღის - 1.06%​;
  • ბოლო 14 დღის - 1.14%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 654 665​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 802 ​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG