მიმდინარე კვირაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი უხელმძღვანელებს დელეგაციას კიევში, იმ ფონზე, როცა მისი კოალიციური მთავრობა ჩიხში შევიდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხის გარშემო.
პეტკოვი, და მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან სამის წარმომადგენლები 27 აპრილს გაემგზავრებიან პოლონეთში, შემდეგ დღეს კი კიევში ჩავლენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან - განაცხადა "არის ასეთი პარტიის" წარმომადგენელმა დეპუტატმა, სტანისლავ ბალაბანოვმა 26 აპრილს.
პეტკოვის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია კიევში ხალხის საჭიროებების შესწავლა. პეტკოვმა, რომელიც ემხრობა სამხედრო დახმარების მიწოდებას, თავის ყველა კოალიციურ პარტნიორს სთხოვა მასთან ერთად წარმომადგენლის გაგზავნა, რათა გადალახულ იქნეს პრორუსული სოციალისტური პარტიის წინააღმდეგობა დახმარების მიწოდების საკითხზე.
სოციალისტებმა უარი განაცხადეს წარმომადგენლის გაგზავნაზე და დაიმუქრნენ, რომ იარაღის საკითხის გამო კოალიციას დატოვებენ. ბულგარეთი ამ დრომდე უარს აცხადებს უკრაინის თხოვნაზე მიეწოდოს პირდაპირი სამხედრო დახმარება, რაც მას ერთ-ერთ ბოლო ასეთ სახელმწიფოდ აქცევს ევროკავშირში.