მოსკოვის სასამართლომ Twitter-ი დააჯარიმა იმის გამო, რომ არ წაშალა მასალა, რომლის შინაარსი რუსეთში უკანონოდ ითლება.
ტაგანკის რაიონის სასამართლომ 28 აპრილს დაადგინა, რომ Twitter-მა უნდა გადაიხადოს 3 მილიონი რუბლი (40 000 დოლარი) იმისთვის, რომ არ წაშალა მასალები, რომლებიც შეიცავდა მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება "მოლოტოვის კოქტეილები", ასევე ნაცისტური სვასტიკის პროპაგანდას და რუსეთსა და მის სახელმწიფო ჰიმნსა და დროშას შეურაცხყოფდა.
ორი დღით ადრე, იმავე სასამართლომ დააჯარიმა Meta Platforms-ი 4 მილიონი რუბლით და სოციალური მედიის აპლიკაცია TikTok-ი - 2 მილიონი რუბლით იმის გამო, რომ არ წაშალეს LBGT შინაარსის მასალები, რაც ასევე უკანონოდ ითვლება რუსეთში.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილებები მიიღო მედიის მარეგულირებლის, "როსკომნადზორის" მოთხოვნით, რომელმაც გააძლიერა მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მთელ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში 24 თებერვალს. ამ კამპანიის ფარგლებში, მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ლუხოვიცის სასამართლომ 26 აპრილს Meta Platforms-ს მოსთხოვა, შეეზღუდა წვდომა Instagram-ის და Facebook-ის რამდენიმე პოსტზე - რადგან ისინი შეიცავდნენ მინიშნებას OVD-Info-ს ფაილებზე, რომელიც მეთვალყურეობს პოლიტიკურ რეპრესიებს რუსეთში - ისევე როგორც რამდენიმე სხვა ვებსაიტზე.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადანაშაულა სოციალური მედიის პლატფორმები და სხვა ტექნიკური გიგანტები ინტერნეტის შესახებ ქვეყნის კანონების დარღვევაში. ის ცდილობს აიძულოს უცხოური ფირმები, გახსნან ოფისები რუსეთში და რუსების პირადი მონაცემები რუსეთის ტერიტორიაზე შეინახონ.
დაწერეთ კომენტარი