Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს მიმართავს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გამოსვლისას. 21 აპრილი, 2022 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გამოსვლისას. 21 აპრილი, 2022 წელი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, არაერთი მოწოდების შემდეგ, აპირებს მიმართოს კონგრესს თხოვნით, გამოუყოს აშშ-მ უკრაინას 33 მილიარდი დოლარი. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა აშშ-ის მაღალი რანგის მოხელემ.

უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის დიდ ნაწილი უნდა მოხმარდეს სამხედრო დახმარებას, დანარჩენი ეკონომიკას.

ბაიდენმა უარყო მოსკოვის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნატო ამჟამად უკრაინაში არაპირდაპირ ომს აწარმოებს რუსეთთან. ბაიდენმა პოზიციას უწოდა „შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც კრემლიდან მოდის“ და თქვა, რომ „რუსეთს თავს არ ვესხმით“.

ბაიდენმა შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ ნატო აწარმოებს არაპირდაპირ ომს რუსეთთან, როცა იარაღს აწვდის კიევს, რაც მოსკოვის თანახმად, თავდასხმის კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს. ლავროვმა ილაპარაკა ასევე მესამე მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეზე.

ბაიდენმა ამ გამონათქვამებს უწოდა უპასუხისმგებლო და თქვა, რომ ვაშინგტონი იცავს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან. „რუსეთი აგრესორია“, თქვა მან და დასძინა, რომ მსოფლიომ რუსეთს პასუხი უნდა მოსთხოვოს.

XS
SM
MD
LG