Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი შოკირებულია კიევზე სარაკეტო თავდასხმით


ჟოზეპ ბორელი ბრიუსელში გამოსვლისას, 1 მარტი, 2022 წელი
ჟოზეპ ბორელი ბრიუსელში გამოსვლისას, 1 მარტი, 2022 წელი

ევროპის კავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ შოკირებული და შეძრწუნებულია რუსეთის ჯარის მიერ კიევის დაბომბვით მაშინ, როცა იქ იმყოფებოდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი.

ამის შესახებ ბორელმა წუხელ“ გვიან დაწერა Twitter-ით. „შოკირებული და შეძრწუნებული ვარ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმით. რუსეთი კვლავ უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და ბომბავს ქალაქს მაშინ, როცა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდნენ", - აღნიშნა ბორელმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავადაც განაცხადა, რომ შოკირებულია კიევზე სარაკეტო თავდასხმით, როცა იქ იმყოფებოდა.

კიევში გუტერეშმა აღიარა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ გაართვა თავი რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. „უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო გაკეთებინა ყველაფერი, რაც მის ხელში იყო ამ ომის თავიდან ასაცილებლად და დასრულებისთვის. ეს იყო მასობრივი იმედგაცრუების და ბრაზის მიზეზი“, - აღიარა გუტერეშმა.

28 აპრილის საღამოს კიევზე სარაკეტო თავდასხმისას დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის ნანგრევებში ერთი ადამიანის გვამი ნახეს. დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG