Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოქტომბერში სამხედრო წვრთნას გამართავს


ყაზახეთის არმიის წვრთნა ჟამბილის რაიონში. 2022 წლის აპრილი
ყაზახეთის არმიის წვრთნა ჟამბილის რაიონში. 2022 წლის აპრილი

მიმდინარე წლის ოქტომბერში ყაზახეთი უმასპინძლებს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(ОДКБ) ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომლის სამზადისის დაწყების შესახებ ხუთშაბათს ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა.

რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად, შემოდგომაზე ყაზახეთში თავდაპირველად ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩაატარებენ წვრთნას სახელწოდებით "ურთიერთქმედება-2022", შემდეგ კი ესტაფეტას გადაიბარებს დაზვერვის ძალებისთვის განსაზღვრული "ძებნა 2022", სულ ბოლოს კი მრავალეროვნულ "ეშელონ 2022"-ში თავის გამოცდილებას აჩვენებენ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.

ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ-აზიური რეგიონის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივი სწავლება "ზღუდე -2022" ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ხოლო ყირგიზეთი სამშვიდობო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, "ურყევი ძმობა 2022"-ს, უმასპინძლებს.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ყაზახეთის საზოგადოებაში თავი იჩინა შეშფოთებამ, რომ შესაძლებელი იყო ОДКБ-ის შემადგენლობაში უკრაინაში ყაზახი სამხედროებიც გაეგზავნათ. მაგრამ ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა, რომ დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წესდების თანახმად, ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ ყაზახეთს უფლება აქვს თავისი ჯარისკაცები მხოლოდ გაეროს მანდატით მიავლინოს, "ხოლო ОДКБ-ის მშვიდობის დამცველები შესაძლოა გამოყენებულ იქნან თავად ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის შიგნით", - აღნიშნა აშიმბაევმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG