Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი გადასცა


 ტანკი Т-72 მოქმედებაში
ტანკი Т-72 მოქმედებაში

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი ტანკი Т-72 და ასევე რამდენიმე ათეული ქვეითთა ჯავშანმანქანა გადასცა.

ამის შესახებ პოლონეთის რადიოზე დაყრდნობით იუწყება საინტერნეტო გამოცემა "ევროპეისკა პრავდა". როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვოიცეხ სკურკევიჩმა უთხრა პოლონურ რადიოს, სამხედრო დახმარებამ უკრაინისთვის უკვე გადააჭარბა 7 მილიარდ ზლოტს (1,5 მილიარდ ევროს).

პოლონეთს ჰყავს 400 ერთეული ტანკი Т-72, რომელთა ნაწილი 2019 წელს მოდერნიზებული იქნა, ძირითადად ამ სახის ტექნიკის საცეცხლე სიმძლავრის გაზრდის თვალსაზრისით. ხოლო უკრაინას პოლონეთი აწვდის იმ ტანკებს, რომლებსაც მოდერნიზაცია არ გაუვლიათ.

გარდა ტანკების, "პოლონეთის რადიოს" ცნობით, პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა თვითმავალი ქვემეხები 2С1, "გრადის" სახელით ცნობილი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები და "ჰაერი-ჰაერის" კლასის რაკეტები მი-29 და სუ-27-ის კლასის თვითმფრინავებისთვის.

ამას გარდა, პოლონეთისგან უკრაინამ მიიღო WB Electonics-ის წარმოებული უპილოტო თვითმფრინავები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "პერუნი" და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG