Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის მეჩეთში აფეთქებას გმობენ, მსხვერპლის რიცხვი იზრდება


ავღანელი კაცები აფეთქების ადგილს - ხალიფა საჰიდის მეჩეთის არეალს ტოვებენ. 29 აპრილი, 2022 წელი
ავღანელი კაცები აფეთქების ადგილს - ხალიფა საჰიდის მეჩეთის არეალს ტოვებენ. 29 აპრილი, 2022 წელი

ქაბულის ხალიფა საჰიბის მეჩეთის წინამძღვარმა განაცხადა, რომ 29 აპრილს, მორწმუნეთა თავყრილობის დროს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია.

ავღანეთის თალიბების ხელში მყოფი მთავრობა აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 10-ია, ხოლო დაშავებულია 30 პირი. ექიმების თანახმად, საავადმყოფოებში აღირიცხა 65 დაღუპული და 75 დაშავებული. მეჩეთის წინამძღვარმა, საიედ ფაზილ აღამ განაცხადა 30 აპრილს, რომ ქაბულის სუნიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა მას მერე, რაც პარასკევის ლოცვის შემდეგ მორწმუნეებს შეუერთდა ერთი პირი, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტი. სუფიების ყოფილ მონასტერში მოქმედ მეჩეთში მიმდინარეობდა რამადანის წმინდა თვის ბოლო პარასკევის ლოცვა, რითაც მორწმუნეები ყურბან-ბაირამისთვის ემზადებიან.

გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში, მეტე კნუდსენმა, განაცხადა, რომ იმ შეძრა მომხდარმა და „არ ჰყოფნის სიტყვები ამ ამაზრზენი ქმედების განსასჯელად“.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანელი ქალების საქმეებში, რინა ამირიმ, განაცხადა, რომ „ღრმაც დამწუხრებულია რამადანის წმინდა თვეში მეჩეთში მომხდარი მორიგი თავდასხმით“.

ერთი კვირის წინ ასეთივე აფეთქების დროს ასევე სუფიების მონასტერში, ქალაქ ყუნდუზში, 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG