Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ავტობუსის აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა


ქაბულის ქუჩა. 1 მაისი, 2022 წელი
ქაბულის ქუჩა. 1 მაისი, 2022 წელი

1 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" (IS) აიღო პასუხისმგებლობა წინა დღით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებისთვის.

ერთი ქალი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა 30 აპრილს ბომბის აფეთქებისას, განაცხადა ქაბულის პოლიციამ.

არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა 29 აპრილს ქაბულში, ხალიფა საჰიბის მეჩეთში მომხდარ აფეთქებაზე, რომელმაც ოფიციალური ცნობით, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 30 ადამიანი დაშავდა. მეჩეთის წინამძღვარი ამტკიცებს, რომ თავდასხმისას 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ათობით ადამიანი დაიღუპა ავღანეთში სასიკვდილო თავდასხმების შედეგად ისლამური წმინდა თვის, რამადანის ბოლო ორ კვირას. რამადანი 1 მაისს სრულდება.

"ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო რამდენიმე აფეთქებაზე, რომელთა სამიზნე იყო ქვეყნის შიიტური და სუფისტური თემები. 22 აპრილს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას სუფისტურ მონასტერში, ყუნდუზში.

ქაბულის პოლიცია 1 მაისს მაღალ მზადყოფნაში იყო და პირობა დადო, რომ "უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას" ეიდ-ალ-ფიტრის დღესასწაულის დროს, რომელიც რამადანის დასასრულს აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG