Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა


90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 24 წლის მოჭიდავე ლუკა მაისურაძემ ევროპირველობაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 24 წლის მოჭიდავე ლუკა მაისურაძემ ევროპირველობაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილის (81 კგ) ტრიუმფიდან ერთ დღეში - 1 მაისს, ევროპის ჩემპიონის ტიტული ლუკა მაისურაძემ მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 24 წლის მოჭიდავე ძიუდოისტმა ევროპირველობაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო. ფინალში მან სერბ დარკო ბრასნიოვიჩს აჯობა.

ორ ოქროსთან ერთად, ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ) გარდა, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). მან უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან - ნიდერლანდელ სპიკერსთან წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი უკრაინელი ხამო დაამარცხა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მხოლოდ მამაკაცთა შედეგებით - მეორე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG