საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 4638 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 51 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.
ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.
2 მაისის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 1.1%;
- ბოლო 7 დღის - 0.84%;
- ბოლო 14 დღის - 0.99%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 221 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 811 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი