Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ შვედეთის ელჩი დაიბარა ჰამიდ ნოურის სტოკჰოლმში მიმდინარე სასამართლოს გამო


ჰამიდ ნოური და მისი ადვოკატი, სასამართლო სხდომის ჩანახატი, 2021 წლის ნოემბერი
ჰამიდ ნოური და მისი ადვოკატი, სასამართლო სხდომის ჩანახატი, 2021 წლის ნოემბერი

თეირანი აცხადებს, რომ შვედეთის ელჩი დაიბარა "უსაფუძვლო და ყალბი" ბრალდებების გამო, რომლებიც გამოითქვა ირანის ყოფილი ოფიციალური პირის, ჰამიდ ნოურის მისამართით სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხება აიათოლა ხომეინის ბრძანებით 1988 წელს განხორციელებულ მასობრივ მკვლელობებს.

შვედეთის პროკურორები სამუდამო პატიმრობას ითხოვენ ნოურისთვის, რომელსაც წაყენებული აქვს ომის საერთაშორისო დანაშაულების და ადამიანის უფლებების ხელყოფის ბრალდებები 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 მაისის განცხადებაში წერს, რომ შვედეთის ელჩი მატიას ლენცი წინა დღით დაიბარა, რათა მისთვის "გადაეცა ისლამური რესპუბლიკის ძლიერი პროტესტი უსაფუძვლო და ყალბი ბრალდებების გამო, რომლებიც შვედეთის პროკურორმა ირანის მიმართ გამოთქვა" სასამართლოზე.

სტოკჰოლმში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მაშინდელ პროცესებს გადარჩენილმა და მსხვერპლთა ოჯახების წევრმა ბევრმა პირმა მისცა ჩვენება. ეს სასამართლო არის პირველი შემთხვევა, როცა ირანის რეჟიმის წევრს ოფიციალურად წარედგინა სისხლისსამართლებრივი ბრალდებები ხომეინის - ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის - ბრძანებით ჩადენილ მასობრივ მკვლელობებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG