Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იმედოვნებს, რომ კიევში მისი საელჩო მუშაობას თვის ბოლომდე განაახლებს


კრისტინა კვიენი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უკრაინაში, 2022 წლის თებერვალი, ლვოვი
კრისტინა კვიენი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უკრაინაში, 2022 წლის თებერვალი, ლვოვი

აშშ გამოთქვამს იმედს, რომ კიევში მისი საელჩო მუშაობას მაისის ბოლომდე განაახლებს, თუკი პირობები ამის საშუალებას შექმნის.

"ვითვალისწინებთ უსაფრთხოების სფეროს პროფესიონალთა მოსაზრებებს და როცა ისინი გვეტყვიან, რომ დაბრუნება შეგვიძლია, ჩვენ დავბრუნდებით", - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტინა კვიენმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა შეწყვიტა 24 თებერვლამდე თითქმის ორი კვირით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. პირველ ეტაპზე საელჩოს ზოგიერთი ფუნქცია და დიპლომატი ლვოვში გადაიყვანეს, შემდეგ კი საელჩო პოლონეთში გადავიდა.

დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკვე დააბრუნა თავიანთი საელჩოები კიევში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დედაქალაქის რეგიონიდან უკან დაიხია და თავისი ძალები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განათავსა.

XS
SM
MD
LG