Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს კაცი, რომელსაც სპეცრაზმის ავტობუსისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

სპეცრაზმის ავტობუსისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავეს 2 მაისს, საღამოს, მოსკოვის ცენტრში. ცნობას გამოცემები „ბაზა" და „მედიაზონა" ავრცელებენ. ისინი აქვეყნებენ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან.

შემთხვევა კრემლის მახლობლად, თეატრის მოედანზე მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ავტობუსის გვერდითა ნაწილს. თვითმხილველმა დააზუსტა, რომ ავტობუსი „ორიოდე წუთი იწვოდა", შემდეგ ჩააქრეს.

თავდამსხმელის მოტივი უცნობია. მარტში მოსკოვის სასამართლომ ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმ შემთხვევაში სითხე არ დაღვრილა და არც ხანძარი გაჩენილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG