Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროკავშირის პრიზის" გამარჯვებულები ცნობილია


ევროკავშირის პრიზის ფინალისტები და ევროკავშირის წარმომადგენლობა

"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021"-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებულები დღეს, 3 მაისს, დააჯილდოვეს.

"ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი, ალბათ, არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

  • გამარჯვებული: თამარ ბაბუაძე ("ინდიგო");
  • ფინალისტები: ნინო ლომაძე, მარადია ცაავა.

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:

  • გამარჯვებული: ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება);
  • ფინალისტები: ანა მასხარაშვილი, გვანცა ნადიბაიძე.

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

  • გამარჯვებული: ზურაბ მოდებაძე ("თავისუფლების მონიტორი");
  • ფინალისტები: ცქრიალა შერმადინი, ნინო რამიშვილი.

საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

  • გამარჯვებული: ხატია ღოღობერიძე ("On.ge");
  • ფინალისტები: თეა თოფურია, ქამრან მამედლი.

საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

  • გამარჯვებული: თინათინ ნაჭყებია ("ინდიგო");
  • ფინალისტები: ნატა ტაბიძე, ქეთევან თუთბერიძე.

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:

  • გამარჯვებული: გიორგი შენგელია ("ინდიგო");
  • ფინალისტები: საბა გორგოძე, სოფიო მდივნიშვილი.

კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, EUMM-ის სპეციალური პრიზი):

  • გამარჯვებული: ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com);
  • ფინალისტები: ოქტიაბრინა წიქორიძე, სულიკო წიწიკაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე.

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში", ლონდონში.

საკონკურსო ნამუშევრებიდან გამარჯვებულები გამოავლინა ოთხკაციანმა ჟიურიმ. მათ შორის იყვნენ:

  • ნათია აბრამია - ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის ხარისხის კონტროლის და რისკის მართვის მენეჯერი;
  • ნანა საჯაია - ჟურნალისტი და ტელეპროდიუსერი. 2019 წლიდან მუშაობს შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგულ მაუწყებელში - ტელეკომპანია Fox News-ში, პოლიტიკის პროდიუსერის პოზიციაზე;
  • ლია ჩახუნაშვილი - ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობ რამდენიმე მსხვილ პროექტს უხელმძღვანელა IREX-სა და BBC World Service Trust-ში მუშაობისას;
  • გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი. 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; არის 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG