Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი პრორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ


უკრაინის ვერხოვნა რადის 3 მაისის სხდომა.
უკრაინის ვერხოვნა რადის 3 მაისის სხდომა.

უკრაინის ვერხოვნა რადამ სამშაბათს მოიწონა კანონპროექტი პრორუსულად აღიარებული პარტიების აკრძალვის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 330-მა დეპუტატმა. მათ შორის არის ზოგიერთი წევრი ყოფილი ფრაქციისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, რომელიც პრორუსულად ითვლებოდა. ამის შესახებ იტყობინება სახალხო დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.

მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა ოლენა შულიაკმა ახსნა, რომ კანონი ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუკი მათი საპროგრამო მიზნები და მოქმედებები მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლების ან უარყოფისკენ. მათ შორის საქმე შეიძლება ეხებოდეს იმის უარყოფას, რომ რუსეთის სამხედროებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის ტერიტორიები, ან ეხებოდეს რუსეთის სამხედროთა მიჩნევას „სახალხო რაზმებად“, ან „თავაზიან ადამიანებად“. კანონში არ არის მოცემული იმ პარტიების სია, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ აკრძალვა, მათ სასამართლო განსაზღვრავს.

მარტის ბოლოს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სამხედრო მდგომარეობის პერიოდში შეაჩერა რამდენიმე პარტიის საქმიანობა და ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა მათი პრორუსული პოზიციით. ამის შემდეგ წევრებმა დათხოვნილი ფრაქციისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ვერხოვნა რადაში შექმნეს სადეპუტატო ჯგუფი „პლატფორმა სიცოცხლისთვის“.

XS
SM
MD
LG