Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერხოვნა რადისადმი მიმართვაში ბორის ჯონსონმა ახალ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერხოვნა რადაში ტაშს უკრავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ვიდეომიმართვის დროს. 3 მაისი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერხოვნა რადაში ტაშს უკრავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ვიდეომიმართვის დროს. 3 მაისი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი გირვანქა სტერლინგის (376 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ. ამის შეახებ მან უკრაინის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვაში თქვა. ეს უცხო ქვეყნის ლიდერის პირველი მიმართვაა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რაკეტები და სარაკეტო დანადგარები.

ახალი სამხედრო დახმარება გულისხმობს ელექტრონული ბრძოლისთვის განკუთვნილ ტექნიკას, აკუმულატორებზე მომუშავე რადიოსალოკაციო სისტემებს, GPS-ის ჩასახშობ ტექნიკასა და ღამის ხედვის მოწყობილობებს.

ჯონსონმა გაიხსენა მეორე მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთის ლიდერის, უინსტონ ჩერჩილის სიტყვები, როცა ბრიტანეთი ნაცისტური გერმანიის აგრესიის წინაშე აღმოჩნდა.

„ბრიტანელმა ხალხმა ისეთი ერთობა და სიმტკიცე გამოავლინა, რომ ჩვენთვის ყველაზე სახიფათო დროს დიად დროდ ვიხსენებთ“, - მიმართა ჯონსონმა ვერხოვნა რადას. „ეს უკრაინის დიადი დროა, ეპიკური თავი თქვენი ერის ისტორიისა, რომელიც ეხსომებათ და რომელსაც მოუყვებიან მომავალ თაობებს.“

ბრიუსელში ევროპის კომისია მუშაობს ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე. სავარაუდოდ, მათ შორის იქნება ემბარგო რუსეთის ნავთობის იმპორტზე. სერიოზული ცვლილება განიცადა გერმანიის პოზიციამ. მისი თქმით, ის მზადაა, მხარი დაუჭიროს დაუყოვნებლივ ემბარგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG