Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი ლიდერი სტანისლავ შუშკევიჩი


სტანისლავ შუშკევიჩი. 2021 წლის 4 სექტემბერი

მინსკში გარდაიცვალა დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი ხელმძღვანელი სტანისლავ შუშკევიჩი. დეკემბერში მას 88 წელი შეუსრულდებოდა. სტანისლავ შუშკევიჩის გარდაცვალება მისმა ცოლმა, ირინამ დაუდასტურა „ევრორადიოს“.

კორონავირუსული ინფექციის შემდგომი გართულებების გამო, აპრილის ბოლოს, შუშკევიჩს ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება დასჭირდა.

პროფესიით ფიზიკოსი სტანისლავ შუშკევიჩი 1991 წლის სექტემბერში აირჩიეს ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. იმავე წლის დეკემბერში, მან ბელარუსის სახელით, რუსეთის და უკრაინის ლიდერებთან, ბორის ელცინთან და ლეონიდ კრავჩუკთან ერთად ხელი მოაწერა "ბელოვეჟის შეთანხმებას" საბჭოთა კავშირის დაშლისა და დსთ-ს შექმნის შესახებ.

1994 წელს, სტანისლავ შუშკევიჩი ბელარუსის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან. შუშკევიჩი იყო ლუკაშენკას რეჟიმის ოპოზიციაში, თუმცა, ბოლო წლებში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ეწეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG