Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში, სადაც აქციები გრძელდება, სიტუაცია დაძაბული რჩება


ერევანში პოლიციასა და დემონსტრანტების შორის ორჯერ მოხდა შეხლა-შემოხლა მას მერე, რაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ დემირჭიანის ქუჩის ბარიკადებისგან გაწმენდის შემდეგ ჯერ მერიის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაემართნენ.

დემონსტრანტების კიდევ ერთი ჯგუფი შეკრებილია ბაგრამიანის გამზირზე. მათ აღმართული აქვთ მთიანი ყარაბაღის დროშები და მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც, ოპოზიციური გაერთიანება "წინააღმდეგობის" ლიდერთა განცხადებით, არ ასრულებს თავის დაპირებას მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით.

მათი თქმით, უკანასკნელი არჩევნების დროს ფაშინიანი აცხადებდა, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის სტატუსი მისთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ამჯერად ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით "თამასის დაწევაზე" ალაპარაკდა. "წინააღმდეგობის" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს თანამდებობა.

მანამდე სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს, 4 მაისს, დემონსტრაციულად დატოვეს სომხეთის ეროვნული კრება და სკანდირებდნენ "სომხეთი ნიკოლის გარეშე"! ხვალინდელი გეგმის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ არ განუცხადებიათ, თუმცა მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ დაწყებული დაუმორჩილებლობის აქციის დღის წესრიგის უმთავრეს საკითხს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG