უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი, 36 წლის ოლექსანდრ მახოვი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანიებში „უკრაინა“ და „უკრაინა 24“. 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოლექსანდრ მახოვი ფრონტზე საბრძოლველად წავიდა.
გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ოლექსანდრ მახოვის სიკვდილის გამო რუსეთი პასუხს აგებს და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი 4 მაისს დაიღუპა.
დაწერეთ კომენტარი