Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე კიევში ჩავა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ცერემონიაზე


გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბერბელ ბასი, 27 აპრილი, 2022 წელი
გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბერბელ ბასი, 27 აპრილი, 2022 წელი

გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბერბელ ბასი კიდევ ერთი გერმანელი პოლიტიკოსია, რომელიც კიევში ჩასვლას აპირებს, რათა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსეთის წინააღმდეგ ომში.

5 მაისს ბასის პრესმდივანმა უთხრა გერმანიის სააგენტო dpa-ს, რომ ბასი აპირებს უკრაინაში ჩავიდეს კოლეგის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით, მოსალაპარაკებლად და მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთათვის ერთობლივად პატივის მისაგებად.

გერმანიის კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერი ფრიდრიხ მერცი პირველი მაღალი რანგის გერმანელი პოლიტიკოსია, რომელიც კიევში ჩადის ამ კვირაში. კიევში ჩასვლის სურვილის შესახებ გამოაცხადა ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელსაც უკრაინაში ომის საკითხში ყოყმანი დასდეს ბრალად, არაერთხელ თქვა უარი უკრაინის ხელმძღვანელობის მიწვევაზე, რადგან, მისი თქმით, უკრაინის მთავრობამ უარი უთხრა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს უკრაინაში მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG