Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ცეცხლი გაუხსნეს უკრაინასთან მოსაზღვრე ორ სოფელს


ვიაჩესლავ გლადკოვი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ცეცხლი გაუხსნეს უკრაინასთან მოსაზღვრე ორ სოფელს.

„მიმდინარეობს უკრაინის მხრიდან სროლა ჟურავლიოვკისა და ნეხოტეევკის მიმართულებით“, - დაწერა ვიაჩესლავ გლადკოვმა თავის არხზე Telegram-ში. მოხალისე სახალხო რაზმის მორიგე ჯგუფის ანგარიშზე დაყრდნობით გლადკოვმა აღნიშნა, რომ ნეხოტეევკაში დანგრეულია სახლი და გარაჟი, სამოქალაქო მოსახლეობაში არ არის მსხვერპლი.

მოგვიანებით, ხუთშაბათს, გუბერნატორმა დაწერა, რომ ცეცხლი შეწყდა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი და ხუთი სახლი, აქედან ერთი დაინგრა.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ბელგოროდის გუბერნატორმა, უკრაინის მოსაზღვრე სხვა რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად, არაერთხელ განაცხადა უკრაინის ტერიტორიის მხრიდან რუსეთის ტერიტორიებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG