Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„დღევანდელი აქციის მიზანი არის გავაგონოთ ხმა ხელისუფლებას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს დაცული, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში (არამარტო მე ვთვლი ასე). ჩვენ ვითხოვთ თუნდაც სასჯელის გადავადებას ან რაიმე ფორმით გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ“, - უთხრა მედიას მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

მან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა: „მიშა არის ცუდად. ამაზე მეტყველებს სახალხო დამცველთან არსებული კვალიფიციურ ექიმთა დასკვნა, ამაზე მეტყველებს პროცესებზე მისი არდასწრება".

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების მიზანია, ესაუბრონ მთავრობას, პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს.

6 მაისს აქციები იგეგმება ბათუმსა და რუსთავში.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG