Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი უკრაინას 1,3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დამატებით გამოუყოფს კიდევ 1,3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თანხით დიდი ბრიტანეთი აორმაგებს საკუთარ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამხედრო და ფინანსური კუთხით. ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტების შემდეგ, ეს კონფლიქტის გამო გამოყოფილი თანხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„პუტინის სასტიკი თავდასხმა არა მხოლოდ ანადგურებს უკრაინას, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში", - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის ქვეყანა საგანგებო სიტუაციების რეზერვებს გამოიყენებს.

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ამ თვის ბოლოს თავდაცვის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რომელზეც წარმოების გაზრდას განიხილავს, უკრაინის ომის შედეგად შექმნილი გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ.

დღეს, 8 მაისს კი, დაგეგმილია „დიდი შვიდეულის“ (დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები) ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელში მონაწილეობასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG