Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა


კანადის პრემიერ-მინისტრი ირპენში
კანადის პრემიერ-მინისტრი ირპენში

კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია. ჯასტინ ტრუდომ დაბომბილი ქალაქი ირპენი ქალაქის მერთან, ალექსანდრ მარკუშინთან ერთად დაათვალიერა.

„მქონდა კანადის პრემიერ მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან საუბრის პატივი. ის ჩამოვიდა ირპინში, რათა საკუთარი თვალით ენახა მთელი ის საშინელება, რაც რუსმა სამხედროებმა დამართეს ჩვენს ქალაქს. ის შოკირებული იყო“, - აცხადებს ირპენის მერი.

ფოტოები ირპენის მერის ტელეგრამის გვერდზე ვრცელდება.

8 მაისს უკრაინას ასევე სტუმრობდა აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, რომელიც უჟგოროდში უკრაინის პირველ ლედის, ელენა ზელენსკას შეხვდა.

კიევში იმყოფებოდა ასევე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

XS
SM
MD
LG