Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯილ ბაიდენი უკრაინის პირველ ლედის შეხვდა, დასავლეთ უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას


აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, 8 მაისი, 2022 წელი
აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, 8 მაისი, 2022 წელი

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა დასავლეთ უკრაინაში, სადაც შეხვედრა გამართა ოლენა ზელენსკასთან, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლესთან, სკოლის შენობაში, რომელიც ამჟამად უკრაინელი მიგრანტების დროებითი თავშესაფარია.

8 მაისს, დედის დღეს, ბაიდენის ეს ვიზიტი წარმოადგენს აშშ-ის მაღალი რანგის სტუმრის მორიგ ჩასვლას უკრაინაში, რუსეთთან ომის პერიოდში. ჯილ ბაიდენის თქმით, მას სურდა ეს ვიზიტი დედის დღეს შემდგარიყო, რათა უკრაინის ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ "ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ ეს ომი სასტიკია და რომ აშშ-ის ხალხი უკრაინის ხალხის გვერდით დგას".

ჯილ ბაიდენის და ოლენა ზელენსკას შეხვედრა გაიმართა პატარა საკლასო ოთახში, მას მერე, რაც აშშ-ის პირველი ლედი ჩავიდა ქალაქ უჟგოროდში, სად მოხვედრაც ავტომობილით დაახლოებით 10 წუთშია შესაძლებელი უკრაინის მოსაზღვრე სლოვაკეთის სოფლიდან. ბაიდენმა და ზელენსკამ ჯერ რეპორტიორების წინ გამართეს შეხვედრა და შემდეგ პირადადაც ისაუბრეს.

ზელენსკამ ბაიდენს მადლობა გადაუხადა "გაბედული აქტისთვის" და თქვა, რომ მას ესმის, "რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს აშშ-ის პირველი ლედისგან აქ ჩამოსვლა ომის დროს, როცა ყოველდღიურად ხდება სამხედრო მოქმედება, როცა საჰაერო სირენა ყოველდღე ისმის - მათ შორის დღესაც".

XS
SM
MD
LG