Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრუდო აცხადებს ახალ სამხედრო დახმარებას, სანქციებს


ჯასტინ ტრუდო (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი
ჯასტინ ტრუდო (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 8 მაისს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ უკრაინას ახალ იარაღს და აღჭურვილობას მიაწვდის.

ამასთან, ტრუდოს განცხადებით, კანადა ახალ სანქციებს უწესებს რუს ინდივიდებს და უწყებებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მოსკოვის უკრაინაში შეჭრასთან.

"დღეს ვაცხადებ მეტ სამხედრო დახმარებას, დრონების კამერებს, სატელიტურ იმიჯებს, მცირე შეიარაღებას, ტყვია-წამალს და სხვა სახის დახმარებას, მათ შორის განაღმვითი ოპერაციებისთვის", - თქვა ტრუდომ.

"და ჩვენ ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის 40 ინდივიდისთვის და ხუთი უწყებისთვის, ოლიგარქებისთვის და თავდაცვის სექტორში რეჟიმის ახლო მოკავშირეებისთვის, რომელთაგან ყველას აქვს კავშირი პუტინის ომთან", - დასძინა მან.

კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ტრუდომ ასევე თქვა, რომ კანადა აღადგენს თავის საელჩოს, 25 მილიონ დოლარს გაიღებს გაეროს საკვების პროგრამისთვის და მოხსნის გადასახადს უკრაინის ყველა იმპორტზე კანადაში, მომავალ წელს.

8 მაისს უფრო ადრე, კიევთან მდებარე ქალაქ ირპენის მერმა ტელეგრამით დაწერა, რომ ტრუდო იქ მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ირპენი მცირე ხნით რუსეთის სამხედროებს ჰქონდათ დაკავებული.

ოლექსანდრ მარკუშინმა გაავრცელა ტრუდოს სიტყვები, რომ მისი ვიზიტის მიზანი იყო "საკუთარი თვალით ენახა ის შემზარავი რეალობა, რომელიც ქალაქში რუსმა ოკუპანტებმა გამოიწვიეს".

უკრაინის მედიამ გაავრცელა ტრუდოს ფოტო, რომელიც დანგრეული სახლების ფონზეა გადაღებული.

XS
SM
MD
LG