Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ჟურნალისტებმა მიიღეს პულიტცერის პრესტიჟული ჯილდო


სააგენტო AP-ის უკრაინელი ფოტორეპორტიორი ევგენი მალოლეტკა ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 9 მარტი
სააგენტო AP-ის უკრაინელი ფოტორეპორტიორი ევგენი მალოლეტკა ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 9 მარტი

უკრაინელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, პულიტცერის პრემიის კომიტეტისგან მიიღეს სპეციალური ჯილდო სიმამაცისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის. საორგანიზაციო კომიტეტს ჟურნალისტების კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია.

პულიტცერის პრემიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ სიმამაცის, გამძლეობისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისადმი ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენენ მათ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინის უმოწყალო შეჭრის დროს. პულიტცერის პრემიის კომიტეტის განცხადებით, დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციის და კოლეგების დაღუპვის მიუხედავად, ჟურნალისტები განაგრძობდნენ ძალისხმევას საშინელი რეალობის ზუსტად ასახვისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან, რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 20-ზე მეტი უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG