გიორგი ხიშტოვანი და ნიკა კაპანაძე სანქციებზე - "მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთს ეკონომიკის ჩამოშლა არ ემუქრება"
"ერთ-ერთ ყველაზე დაბალეფექტიანად შეფასებული გვაქვს ოლიგარქებზე დაწესებული სანქციები - რადგან ამის მიზანი იყო რეჟიმის შერყევა და ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის" - ამბობს ნიკა კაპანაძე, PMCG-ს მკვლევარი, რომელიც ორგანიზაციის კვლევების დირექტორ გიორგი ხიშტოვანთან ერთად აფასებს სანქციების ეფექტიანობას.