Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტზე ბონის და კლაიდის ფოტო აჩვენეს


ბონი პარკერის და კლაიდ ბეროუს ფოტო მათ შესახებ აშშ-ში გამოცემული წიგნის ყდაზე
ბონი პარკერის და კლაიდ ბეროუს ფოტო მათ შესახებ აშშ-ში გამოცემული წიგნის ყდაზე

გამარჯვების დღის, 9 მაისის აღსანიშნავად რუსეთში გამართული კონცერტის დროს, ეკრანზე აჩვენებდნენ მეორე მსოფლიო ომის ფოტოქრონიკას, რომელშიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, აშშ-ში ცნობილი მძარცველების, ბონი პარკერის და კლაიდ ბეროუს ფოტოც აღმოჩნდა. ამის შესახებ რუსული ინტერნეტ-გამოცემა „ფონტანკა“ წერს.

კონცერტისთვის გამოყენებული ფოტო, რომელიც 30-იან წლებშია გადაღებული, თან ახლავს ბონისა და კლაიდის შესახებ ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ სტატიას.

როგორც "ფონტანკა" წერს, 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც რუსეთის პირველმა არხმა აჩვენა, ბონის და კლაიდის ფოტო ეკრანზე გამოჩნდა ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის დროს, 18:13 საათზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG