Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ პერიოდში:

  • სულ ჩატარდა - 112 564 ტესტი;
  • დადებითობის მაჩვენებელია - 0,66%;
  • გამოჯანმრთელდა - 984 ადამიანი;
  • გარდაიცვალა - 8 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 966შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 819 ​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG