Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დასავლეთის სანაპიროზე" მოკლულია "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტი


შირინ აბუ აკლე
შირინ აბუ აკლე

პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დასავლეთის სანაპიროს ოკუპირებულ ქალაქ ჯენინში, ისრაელის რეიდის გაშუქებისას, 11 მაისს მოკლეს "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტი, შირინ აბუ აკლე.

აბუ აკლე ცნობილი პალესტინელი ქალი ჟურნალისტი იყო და ის "ალ-ჯაზირას" არაბულენოვან არხზე მუშაობდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დაიჭრა კიდევ ერთი ჟურნალისტი, იერუსალიმში დაფუძნებული გაზეთის, "ალ-ყუდსის" კორესპონდენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

კატარში დაფუძნებული "ალ-ჯაზირა" ჟურნალისტის სიკვდილში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ მის ძალებს ჯენინში მუშაობისას ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და მათ საპასუხოდ ისროლეს. არმია აცხადებს, რომ ინციდენტს "იძიებს და არკვევს შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტი პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა იმსხვერპლეს".

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ჟურნალისტის სიკვდილს სევდიანი ამბავი უწოდა და პალესტინელთა ავტონომიას ერთობლივი გამოძიება შესთავაზა. "ჟურნალისტები კონფლიქტის ზონებში დაცული უნდა იყვნენ და ჩვენ ყველას გვაკისრია სიმართლის დადგენის პასუხისმგებლობა", - თქვა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG