Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელის თქმით, ევროკავშირი დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი უკრაინისადმი მიძღვნილ სხდომაზე ევროპარლამენტში. 2022 წლის 1 მარტი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი უკრაინისადმი მიძღვნილ სხდომაზე ევროპარლამენტში. 2022 წლის 1 მარტი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბორელმა ჩრდილოეთ გერმანიაში 13 მაისს "დიდ შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულისებში ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ სამხედრო დახმარება მიმართული იქნება მძიმე ტექნიკით, ტანკებითა და საარტილერიო სისტემებით უკრაინის მომარაგებაზე, რითაც ჯამში 2 მილიარდ ევრომდე გაიზრდება უკრაინისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა.

"ეს არის ახალი იმპულსი სამხედრო დახმარებისთვის. გაგრძელდება ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკური სანქციებით, რუსეთის შემდგომი საერთაშორისო იზოლაცია და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანში ევროკავშირის წევრები მიაღწევენ კონსენსუსს რუსეთის ნავთობის აკრძალვის თაობაზე.

"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინისათვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა, უკრაინისათვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებითა და სანქციების გაძლიერებით", - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG