Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო მაისის ბაშოზე


ტოშინოჩინი, ლევან გორგაძე
ტოშინოჩინი, ლევან გორგაძე

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ, ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე - მაისის ბაშოზე - წარუმატებელი სასტარტო სამი ტურის შემდეგ, ზედიზედ სამ ბრძოლაში იმარჯვა და მეშვიდე ტურს ნულოვანი ბალანსით ხვდება. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი გაზაფხულის ბოლო შეჯიბრებაზე მეცხრე მაეგაშირის წოდებით გამოდის. პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად კი, მას შეჯიბრების მინიმუმ რვა ქულით დასრულება სჭირდება.

მაისის ბაშო 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. თხუთმეტტურიანი ტრადიციული მარათონის მეშვიდე ტურის შეხვედრები 14 მაისს შედგება და გორგაძის მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა კოტოეკო იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG