Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში უცნობებმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მომხრე ყოფილ პოლიციელს სცემეს


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

თურქეთში რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა ჩეჩნეთის დაბა გიკალოს პოლიციის განყოფილების ყოფილ უფროსს, ბესლან ედილოვს. ერთ-ერთი თავდამსხმელი აცხადებდა, რომ, მათი ინფორმაციით, ედილოვს „ვიღაცის მოკვლა“ ჰქონდა დავალებული.

თავდასხმის, ცემის კადრები ჩეჩნური დიასპორის მიერ 2021 წლის აგვისტოში შექმნილმა „ტელეგრამის“ არხმა, Security Turkey-მ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის ტექსტში ნათქვამია, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის თავდასხმამდე ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გახდა ცნობილი ედილოვის თურქეთში ჩასვლის შესახებ.

ვიდეოჩანაწერზე თავდამსხმელები ჩეჩნურად ეკითხებიან ედილოვს, თუ რატომ ჩავიდა თურქეთი და ვის აწვდის ინფორმაციებს. „კარგი საქმეებისთვის პოლიციის უფროსად არ ნიშნავენ...არ გაბედო აქ გაჩერება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შენ აქ ვიღაცის მოსაკლავად ჩამოხვედი, მაგრამ ჩვენ შენ ცოცხალს გტოვებთ შენი შვილების ხათრით“, - ეუბნებიან ედილოვს უცნობები, რაზეც ყოფილი პოლიციელი უპასუხებს, რომ მას არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია, თურქეთში ცოლთან და შვილებთან ერთად ჩავიდა და „უფროსად დანიშვნა არავისთვის უთხოვია.“

ჩეჩენმა უფლებადამცველმა, აბუბაქარ ანგულბაევმა გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტირებისას აღნიშნა, რომ ედილოვი, ისევე როგორც თურქეთში ადრე ნაცემი კიდევ ერთი კადიროველი, სახელად აბდურახმანი, პირადად მონაწილეობდა ჩეჩენი მოქალაქეების წამებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG