საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას სთავაზობს, „წავიდეს გარკვეულ დათმობებზე სუვერენიტეტის სფეროში“ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაეხმაროს „სახის შენარჩუნებაში“, - ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, ეს არ იყო მთლად კორექტული. ის აღნიშნავს, რომ უკრაინა არ არის მზად, „ვინმეს რამე შეუნარჩუნოს და ამის გამო ტერიტორია დაკარგოს.“ ზელენსკის არ გაუმხელია, რას გულისხმობდა მაკრონი კონკრეტულად და როდის უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა მას ასეთი რამ.
თავად მაკრონი ბოლოს კიევსა და მოსკოვში თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა, უკრაინაში ომის დაწყებამდე.
პრესა მაშინ წერდა, რომ მაკრონს შეეძლო ზელენსკისთვის ჩაეტანა პუტინის წინადადება, რომელიც ეხებოდა, კერძოდ, მინსკის შეთანხმების შესაბამისად პირობებზე რუსეთის თანხმობას. ომი დაიწყო საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში. ზელენსკის აზრით, რუსეთის პრეზიდენტისთვის „სახის შენარჩუნების“ ნაცვლად, საჭიროა ფიქრი, რა მოელის რუსეთს მომავალში. "ვიცი, სურდა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობს შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ვერ მიიღო,“ უთხრა ზედენსკიმ Rai 1-ს, იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის Telegram-ის არხი.
იტალიურ არხს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ მზად არის შეხვდეს პუტინს, მაგრამ წინასწარი პირობების და ულტიმატუმების გარეშე და მხოლოდ პირადად. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ არა რამე საკითხების არსებითი განხილვისთვის, არამედ დოკუმენტების ხელმოსაწერად.
ელისეს სასახლემ AFP-ს განუცხადა, რომ "მაკრონის არასოდეს არაფერი განუხილავს ვლადიმირ პუტინთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის თანხმობის გარეშე“.