Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, დაკავებულია 10 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. დაკავებულია 10 პირი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ. და 1994 წელს დაბადებული ი.ა. თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, კ. ს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს,ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლ.ფ. და 2000 წელს დაბადებული ლ.გ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG