Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არესტოვიჩი: საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ შეუძლია ცხინვალში შესვლა


„კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას, „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარების ნაწილი გაყვანილია უკრაინაში, საქართველოს ახლა რომ განეხორციელებინა რაიმე სამხედრო მოქმედებები, ექნებოდა თუ არა ცხინვალში შესვლის შანსი“.

„მე კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, შეუძლია, არ შეუძლია, არის თუ არა ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია კამათში შემოსვლა ორ შტატგარეშე მრჩეველთან, კერძოდ, ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. მაგრამ, ქართველი ხალხი იკითხავს, „ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტოდ, არამედ დე იურედ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გარდა ამისა, არესტოვიჩმა ილაპარაკა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ.

„ვფიქრობ, დასავლეთი რეაგირებას მოახდენს. ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ამ ომზე და კრემლის ამგვარ ზოგად ქმედებებზე მთელ მსოფლიოში. შეგახსენებთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე კრემლის ვეტოს წინააღმდეგ 141-მა ქვეყანამ მისცა ხმა უშიშროების საბჭოში. ეს არის დედამიწაზე არსებული ყველა სახელმწიფო წარმონაქმნის სამი მეოთხედი. ახლა ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიაზე. ანექსიის მცდელობაზე. ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება დასავლეთს. მაინტერესებს საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება", რადგან სამხრეთი ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ „ერთხელ და სამუდამოდ" გაერთიანდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG