Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება - კობახიძე არესტოვიჩის განცხადების შესახებ


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის არესტოვიჩის პირველი სწორი შეფასება:

„ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან“.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია თავიდან აიცილოს.

13 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას, „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარების ნაწილი გაყვანილია უკრაინაში, საქართველოს ახლა რომ განეხორციელებინა რაიმე სამხედრო მოქმედებები, ექნებოდა თუ არა ცხინვალში შესვლის შანსი“, უპასუხა, რომ მან კარგად იცის საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა და „ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“.

XS
SM
MD
LG