Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: ჩვენ ვიღებთ დასავლეთის გამოწვევას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაიმუქრა, რომ "დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ტოტალური ჰიბრიდული ომის" შედეგებს უკლებლივ ყველა იგრძნობს.
"კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური, ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა და ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ შედეგებს უკლებლივ ყველა იგრძნობს", - განაცხადა ლავროვმა შაბათს, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე. "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი შეჯახება, მაგრამ რაკი მათ გამოგვიწვიეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ მას".

ლავროვი რუსეთის მიმართ სანქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციები არ არის უცხო, რადგან ის ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის არსებობდა.

უფრო ადრე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაცია“ მოწოდებულია, წერტილი დაუსვას აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების უკანმოუხედავ დომინირებას.

XS
SM
MD
LG