Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვა: უკრაინაში მეომარი დაახლოებით 100 კადიროველი დაიღუპა, სამასი დაიჭრა, ხოლო 60 გაიქცა


"კადიროველები" უკრაინის წინააღმდეგ ომში. ფოტო კრემლის დაფინანსებული სააგენტო "ტასის" მიერ არის გადაღებული
"კადიროველები" უკრაინის წინააღმდეგ ომში. ფოტო კრემლის დაფინანსებული სააგენტო "ტასის" მიერ არის გადაღებული

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციაში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მონაწილეობდა დაახლოებით 2500 მებრძოლი, ე.წ. "კადიროველები", რომლებმაც, მოჩვენებითი წრთობის საბრძოლო სულისკვეთებისა და აღჭურვილობის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედების ზონის მიღმა საკმაოდ დიდი ზარალი განიცადეს. 2500 დაქირავებულიდან ასი დაიღუპა, დაახლოებით სამასი - დაიჭრა, ხოლო 60-ზე მეტმა იარაღი და საბრძოლო მასალა დაყარა და უკრაინიდან გაიქცა", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობაში, რომელსაც საინტერნეტო გამოცემა "ევროპეისკა პრავდა" აქვეყნებს.

უკრაინის დაზვერვა თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ კადიროვის ბოევიკები უკრაინაში მოქმედებენ შეტევის მეორე ეშელონში - დაკავებული არიან სახლების ჩხრეკით, მძევლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცინვით, აწიოკებითა და ძარცვით.

მოგვიანებით "კადიროველებს" უბრძანეს შეეჩერებინათ ფრონტიდან გაქცეული რუსეთის დანაყოფები და დემონსტრაციულად გაეხსნათ ცეცხლი მათთვის, ვინც ბრძოლაზე უარი თქვა.

ახლა ჩეჩნეთიდან ჩასული ოკუპანტები გადავიდნენ ლუგანსკისა და მარიუპოლის მიმართულებებზე, სადაც აგრძელებენ ძალმომრეობას და TikTok-ისთვის საკუთარი "გმირობის" შესახებ უამრავ ვიდეორგოლს იღებენ.
რუსი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფები ყოველდღიურად დიდ ზარალს განიცდიან დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, მაგრამ დანაკარგები კარად იმალება PR ტექნოლოგიებით.

ცოტა ხნის წინ, სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ყოფილმა ლიდერმა, იგორ სტრელკოვმა (გირკინი) ჩეჩნური ქვედანაყოფი და ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის პატარა ქალაქ პოპასნაიას აღებასთან დაკავშირებით პიარში დაადანაშაულა.

სტრელკოვის თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერის განცხადების მიუხედავად, კადიროვის ერთგულ ქვედანაყოფებს არავითარი კავშირი არ აქვთ ამ დასახლებული პუნქტის დაპყრობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG