Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუფალოში ათი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, რასობრივი სიძულვილით მოტივირებული თავდასხმის შედეგად


პოლიცია "ტოპს"-ის სუპერმარკეტის წინ, სადაც თავდასხმა მოხდა
პოლიცია "ტოპს"-ის სუპერმარკეტის წინ, სადაც თავდასხმა მოხდა

ათი ადამიანი ემსხვერპლა ქალაქ ბუფალოში (ნიუ-იორკის შტატი) მდებარე სუპერმარკეტში შაბათს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც, პოლიციის მიერ რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეფასდა.
ნახევრად ავტომატური შაშხანიდან ცეცხლი 18 წლის პეიტონ ჯენდრონმა გახსნა. შეიარაღებულ თავდასხმას იგი პირდაპირ ეთერში სტრიმინგის სერვის Twitch-ის საშუალებით გადასცემდა. ათი დაღუპულის გარდა, სამი ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა დიდი უმრავლესობა შავკანიანია.

თავდამსხმელი დააკავეს. მას ბრალად ედება რამდენიმე ადამიანის მკვლელობა.

თავდასხმის დაწყებამდე ჯენდრონმა ინტერნეტში გამოაქვეყნა "მანიფესტი", რომელშიც იგი რასობრივი სიძულვილის იდეებს ქადაგებს. პოლიცია და გამოძიების ფედერალური ბიურო თვლიან, რომ ის მიზანმიმართულად წავიდა შავკანიანების დასახოცად ბუფალოს იმ რაიონში, სადაც ძირითადად აფროამერიკელები ცხოვრობენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თოფის კონდახზე ჯენდრონს ეწერა ნორვეგიელ ნეონაცისტ ანდერს ბრეივიკის და ახალზელანდიელი ბრენტონ ტარანტის სახელები. პირველმა ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის შედეგად 77, მეორემ კი ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთებში ატეხილი სროლისას 51 ადამიანი, ძირითადად მუსულმანები, დახოცა. ორივე თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

XS
SM
MD
LG