Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მაღაზიებიდან საქონლის ქურდობის რაოდენობა 18%-ით გაიზარდა


მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე, რუსული მაღაზიებიდან საქონლის ქურდობის რაოდენობა 18% - ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქონლის ხუთი კატეგორია, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოაქვთ მაღაზიებიდან, მოიცავს საკონდიტრო ნაწარმს, ძეხვს, ალკოჰოლს, ყველს, ყავას და კაკაოს.

ექსპერტები ქურდობების რაოდენობის ზრდას მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის მკვეთრ კლებას და ფასების ზრდას უკავშირებენ.

"როსსტატის" მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 17.83% იყო. რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაციამ შესაძლოა, 23% - ს მიაღწიოს.

XS
SM
MD
LG