Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი გვარამიას დაპატიმრებაზე: ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება „მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ. გვარამია, ასევე, იცავდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს სასამართლო პროცესებზე.

ექსპრეზიდენტი ნიკა გვარამიას განაჩენის შეფასებისას აცხადებს, რომ „ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა".

„ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი „განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა. ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა. ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG