Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიამ საზოგადოებას გააცნო გვარამიას დაპატიმრების საკითხზე შემუშავებული ერთობლივი გეგმა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ დასრულდა ოპოზიციური პარტიების და მედიამენეჯერების საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრა უკავშირდებოდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.

ერთობლივი გეგმა მედიას გააცნო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. ის დადებითად აფასებს, იმას, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი შეხვედრა კვლავ შედგა. „დიდი პერიოდის განმავლობაში არაფერი მიახლოებულიც კი არ გვინახავს“, - შენიშნა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ერთობლივი გეგმა შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • „ნომერ პირველი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაჭრელია, დღეები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ „მთავარი არხი“, როგორც თავისუფალი მედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გადარჩეს. თითოეული ჩვენგანი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა“;
  • „შევთანხმდით, რომ იქნება აქტიური კოორდინაცია სხვადასხვა ჯგუფებში, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, სადაც უფრო მკაფიო უნდა გახდეს, როგორც პარტიების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის პოზიცია, ერთმანეთთან კოორდინაცია მოხდება";
  • „აქციები ჩატარდება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კოორდინაცია გვექნება, თუმცა არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები „ქართული ოცნებისთვის“.
„მთავარი არის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხზე პოლიტიიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა სასტუმრო „რედისონში".
„მთავარი არის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხზე პოლიტიიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა სასტუმრო „რედისონში".

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG