Accessibility links

site logo site logo

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევას ემსხვერპლა 10 სამოქალაქო პირი, უკრაინის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს


უკრაინელი სამხედრო რუსეთის განადგურებულ ტანკთან, ხარკოვი

სულ მცირე 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან ქალაქის დაბომბვას აღმოსავლეთ უკრაინაში 16 მაისს - ამბობს ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადების ფონზე იმის შესახებ, რომ მან სატელეფონო კონსულტაცია გამართა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან.

სერჰი ჰაიდაის თქმით, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ სევეროდონეცკში, სადაც დამბობვამ ხანძარი გამოიწვია საცხოვრებელ უბნებში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მან და ოსტინმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ოსტინის მიერ გასულ კვირაში გამართული სატელეფონო საუბარი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან. რეზნიკოვმა ოსტინს უთხრა, რომ უკრაინის ძალები წარმატებით იყენებენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ ჰაუბიცებს.

უკრაინამ ფრონტის ხაზზე მოქმედებაში მოიყვანა ახლახან მიღებული აშშ-ის ჰაუბიცათა უმეტესობა. ვაშინგტონმა ადგილზე ჩაიტანა ერთის გარდა ყველა, დაპირებული 90 საარტილერიო დანადგარიდან - აცხადებს კიევში აშშ-ის საელჩო.

პარალელურად, უკრაინის არმია აცხადებს, რომ აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვის გარშემო მისმა კონტრშეტევამ ძალა მოიკრიბა და მისმა ძალებმა რუსეთის სამხედროებს საზღვრამდე დაახევინეს უკან.

სამხრეთაღმოსავლეთის საპორტო ქალაქ მარიუპოლში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს დაჭრილების სამკურნალოდ გაყვანას აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის შენობიდან. ეს ცნობა უკრაინას ჯერ არ დაუდასტურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG