Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს


ვიქტორ იანუკოვიჩი, 2019 წლის 16 თებერვალი, მოსკოვი
ვიქტორ იანუკოვიჩი, 2019 წლის 16 თებერვალი, მოსკოვი

კიევის სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზების საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლის 23 თებერვალს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მესაზღვრეებმა სამი ვერტმფრენით უკანონოდ გადაკვეთეს ქვეყნის საჰაერო საზღვარი. ამგვარად, სულ მცირე 20 ადამიანი ჩავიდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ქალაქ ანაპაში.

პროკურატურაში დასძენენ, რომ მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კვლავ გრძელდება.

ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი თანამოაზრეები უკრაინიდან 2014 წლის ზამთარში, "ევრომაიდნის" მოვლენების დროს კიევის ცენტრში ატეხილი სროლების და არეულობის შემდეგ გაიქცნენ. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტი საზღვარგარეთ, სავარაუდოდ რუსეთში იმალება. მას ბრალად ედება არაერთი დანაშაული, მათ შორის სახელმწიფო ღალატი. იანუკოვიჩი უარყოფს საკუთარ დანაშაულს.

  • 2019 წლის იანვარში კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • იგი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG