Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ააქტიურებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაზე, დონბასი "სრულად განადგურებულია"


რუსეთმა 20 მაისს უფრო ინტენსიური გახადა თავისი შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე, ის საარტილერიო ცეცხლის, ნაღმმტყორცნების და საჰაერო ძალების გამოყენებით ბომბავს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ მოსკოვის შეტევა შესაძლოა, კიდევ უფრო აქტიური გახდეს, მარიუპოლზე კონტროლის დამყარების შემდეგ.

ლუგანსკის მესვეურებმა 20 მაისს თქვეს, რომ რუსეთის მხრიდან განურჩეველმა დაბომბვამ 24 საათის განმავლობაში იმსხვერპლა 13 სამოქალაქო პირი და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი.

დონეცკში "რუსმა მტერმა განახორციელა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასშტაბური საარტილერიო დაბომბვა, მათ შორის მრავალი ნაღმმტყორცნის გამოყენებით", - წერს უკრაინის გენერალური შტაბი განცხადებაში.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი 20 მაისს აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა 232 და დაიჭრა 427 ბავშვი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა "სრულად გაანადგურა" უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის რეგიონი და რუსეთს ბრალს სდებს, რომ ის ცდილობს დახოცოს რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და გამოიწვიოს რაც შეიძლება დიდი ზიანი. "იქ ჯოჯოხეთია - და ეს არ არის გადაჭარბება", - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის გამოსვლაში და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი გენოციდს სჩადის.

XS
SM
MD
LG